ევროპა ლიგის მეორე ტურში "გრაცის შტურმმა" საკუთარ მოედანზე "რეინჯერსი" 2:1 დაამარცხა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კიტეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა:
"მატჩი თავიდანვე ინტენისურად დაიწყო, მოედანზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო და სწორედ ისე დასრულდა, როგორც უნდა დამთავრებულიყო. ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური იყო." - განაცხადა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა მამის გარდაცვალების გამო "შტურმის" ორი შეხვედრა გამოტოვა. ქართველს მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაა.