ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებთან საშინაო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„ფურია როხაში“ 26 ფეხბურთელია გამოძახებული და სრული სია ასეთია:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი)
მცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრო პორო (ტოტენჰემი), რობინ ლე ნორმანი (ატლეტიკო), დინ ჰაუსენი (რეალი), დანი ვივიანი (ბილბაო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), მარკ კუკურელია (ჩელსი), ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი)
ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), მარტინ სუბიმენდი (არსენალი), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პედრი (ბარსელონა), მიკელ მერინო (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო), დანი ოლმო (ბარსელონა)
თავდამსხმელები: ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ფერან ტორესი (ბარსელონა), ლამინ იამალი (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), იერემი პინო (კრისტალ პალასი), ხესუს როდრიგესი (კომო)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0).
საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.









