იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„სკუარდა აძურას“ განაცხადში 27 ფეხბურთელია, მათ შორის ჰანსი ნიკოლუსი კავილია და ნიკოლო კამბიაგი, რომლებიც ნაკრებში პირველად მიიწვიეს. გატუზომ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
მეკარეები: მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), დიეგო კოპოლა (ბრაიტონი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), მატეო გაბია (მილანი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ჰანსი ნიკოლუსი კავილია (ფიორენტინა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)
თავდამსხმელები: ნიკოლო კამბიაგი (ბოლონია), ფრანჩესკო პიო ესპოზიტო (ინტერი), მოიზე კინი (ფიორენტინა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ატლეტიკო), მატეო რეტეგი (ალ ქადსია), მატია ძაკანი (ლაციო)
იტალიის ნაკრები 11 ოქტომბერს სტუმრად ესტონეთს შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ისრაელს უმასპინძლებს.