ფეხბურთი

16:36 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელამ თურქეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩებისთვის შემდგენლობა დაასახელა.

იტალიელმა სპეციალისტმა უახლოესი ორი შეხვედრისთვის შემდეგი 27 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ალტაი ბაინდირი (მანჩესტერი), ბერკე ოზერი (ლილი), მერტ გიუნოკი (ბეშითქაში), უგურჯან ჩაკირი (გალათასარაი)

მცველები: აბდულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), ჩაღლარ სოიონჯუ (ფენერბაჰჩე), ერენ ელმალი (გალათასარაი), ფერდი კადიოღლუ (ბრაიტონი), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), მერტ მიულდური (ფენერბაჰჩე), სამეთ აკაიდინი (რიზესპორი), იუსუფ აკჩიჩეკი (ალ-ჰილალი), ზეკი ჩელიკი (რომა)

ნახევარმცველები: ატაკან კარაზორი (შტუტგარტი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ისმაილ იუკშეკი (ფენერბაჰჩე), ორკუნ კოკჩუ (ბეშიქთაში), სალიჰ ოზჯანი (დორტმუნდი)

თავდამსხმელები: არდა გიულერი (რეალი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ჯან უზუნი (აინტრახტი), დენიზ გიული (პორტუ), ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე), ქენან ილდიზი (იუვენტუსი), კერემ აკტურკოღლუ (ფენერბაჰჩე), ოღუზ აიდინი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (გალათასარაი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში სამი ქულა აქვს: სექტემბერში შინ თურქეთთან დამარცხდა (2:3), ხოლო ბულგარეთთან გაიმარჯვა (3:0).

საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთის ნაკრებს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთის ნაკრებს ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095292