ფეხბურთი

17:29 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა შემადგენლობა დაასახელა.

ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადში 25 ფეხბურთელი შეიყვანა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუცაა.

მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი სილვა (სპორტინგი)

მცველები: დიოგო დალო (მანჩესტერი), ნელსონ სემედუ (ფენერბაჰჩე), ნუნუ მენდეში (პსჟ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ანტონიო სილვა (ბენფიკა), რენატო ვეიგა (ვილიარეალი)

ნახევარმცველები: ჟოაო პალინია (ტოტენჰემი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), ჟოაო ნევეში (პსჟ), მათეუშ ნუნიეში (მანჩესტერ სიტი), ვიტინია (პსჟ), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), პედრო გონსალვეში (სპორტინგი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი)

თავდამსხმელები: ჟოაო ფელიქსი (ალ-ნასრი), ფრანსისკო ტრინკაო (სპორტინგი), ფრანსისკო კონსეისაო (იუვენტუსი), პედრო ნეტო (ჩელსი), რაფაელ ლეაო (მილანი), გონსალო რამოში (პსჟ), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)

პორტუგალიის ნაკრები 11 ოქტომბერს, ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ასევე საკუთარ მოედანზე უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.138921