ფეხბურთი

18:30 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" მწვრთნელი: "გოგლიჩიძე კარგად ვარჯიშობს და ყოველდღიურად უმატებს"

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა განაცხადა, რომ საბა გოგლიჩიძე ყოველდღიურად უმატებს და კარგად ვარჯიშობს. ამის შესახებ მან „კალიარისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა:

„განვითარების პროცესში ვართ, დრო გვჭირდება. ამ ზაფხულს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები დავკარგეთ, ახალი მოთამაშეები მოვიყვანეთ, მაგრამ მათ დრო სჭირდებათ. ბერტოლას, პალმას, გოგლიჩიძეს, ძანოლის, მილერს, პიოტროვსკის, ძანიოლოს, ბუკსას სწორი ბალანსის პოვნა სჭირდებათ. პირველ რიგში დაცვით ფაზაში კარგად უნდა ვიმუშაოთ, სადაც დისციპლინა და ენერგიაა საჭირო, დაცვითი მექანიზმები ყოველთვის გააქტიურებული უნდა იყოს.

გოგლიჩიძე ძანიოლოს სიტუაციაშია: ის ყოველდღიურად უმატებს და კარგად ვარჯიშობს. ვნახოთ, როგორი იქნება კვირას სასტარტო თერთმეტეული“, - თქვა რუნიაიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „უდინეზე“ სერია A-ს მეხუთე ტურში „კალიარის“ 5 ოქტომბერს უმასპინძლებს. საბა გოგლიჩიძე ჯერ უდინელთა ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, სამჯერ ითამაშა (ორჯერ სერია A-ში, ერთხელ იტალიის თასზე) და თამაშში სამჯერვე შეცვლაზე ჩაერთო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091615