ფეხბურთი

18:59 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ იამალი ლუის დე ლა ფუენტეს დასახელებულ შემადგენლობაშია, „ბარსელონა“ იტყობინება, რომ ფეხბურთელი ტრავმირებულია.

როგორც კატალონიელთა განცხადებაშია აღნიშნული, იამალი უახლოეს მატჩს, „სევილიას“ წინააღმდეგ გამოტოვებს და მისი გამოჯანმრთელების სავარაუდო დრო 2-3 კვირაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანაკრებო მატჩებიც გაუცდება საქართველოსა და ბულგარეთის წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში ლამინ იამალმა „ბარსელონას“ მაისურით ხუთი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი გოლით და სამი საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო საზარდულის ტრავმის გამო ოთხი შეხვედრა გამოტოვა, ახლა კი ამ ტრავმის რეციდივი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088182