„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც როდრის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მიმდინარე სეზონში ესპანელი ნახევარმცველი საუკეთესო ფორმაში ვერ დაბრუნდება.
მან ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ ფილ ფოდენი ინგლისის ნაკრებში არ გამოიძახეს:
„ტუხელმა ათასჯერ, მილიონჯერ, ტრილიონჯერ, ჩემზე მეტად იცის, რა სჭირდება ეროვნულ ნაკრებს. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ თუ ფილი ისე ითამაშებს, როგორც ყოველთვის, მალე დაბრუნდება ეროვნულ გუნდში. მიხარია, რომ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში მიდიან, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები, როცა ისინი უკან ჯანმრთელები დაბრუნდებიან. ვიწრო სივრცეებში ის ნამდვილად საუკეთესო მოთამაშეა, ვინც გვყავს, მოედნის ბოლო მესამედში. მისი ხედვა საგოლე გადაცემების მიმართ, მისი საგოლე ალღო, მისი მოძრაობა შეტევაში და მისი სურვილი გოლის გატანისა - ის საუკეთესოა, ვინც გვყავს. ცხადია, ამ პერიოდში მას მეტი დრო ექნება გამოჯანმრთელებისთვის.
„მონაკოსთან“ შედეგით ყველა იმედგაცრუებული ვიყავით. გვინდოდა მოგება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ და შეგვიძლია უკეთესად გავაკეთოთ. მაგრამ ეს ნორმალურია და ამაზე ვიმუშავებთ. გვინდოდა მოგება და მესამე გოლის გატანის შანსებიც გვქონდა.
12 კაცით ვერ ვითამაშებთ. ვიცი, რომ როდრი ბევრი რამით შეუცვლელია. სამი დღის წინ თამაშს ვერ აგრძელდებდა, რადგან მუხლი საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ იმის გამო, რომ როდრი არ თამაშობდა, გოლი გავუშვით, მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია. როდრის ყოველ თამაშში 90 წუთი ვერ ითამაშებს, ხოლო ნიკო გონსალესმა კი „ბარნლის“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ის სწავლობს და ვითარდება და ჩვენ ის გვჭირდება.
როდრი დღეს ვერ ინარჩუნებს თავის ტემპს მთელი 90 წუთის განმავლობაში. მან წარმოუდგენელი ძალისხმევა გასწია „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ნაპოლის“ და განსაკუთრებით „არსენალის“ წინააღმდეგ. მინდა, რომ საუკეთესო მოთამაშეები ყოველთვის თამაშობდნენ, მაგრამ მე უნდა დავიცვა ჩემი ფეხბურთელები. როდრი გამორჩეულია და ეს ყველამ იცის. იმისათვის, რომ ის საუკეთესო ფორმაში ვიხილოთ, მსოფლიო ჩემპიონატს და მომავალ სეზონს უნდა დაველოდოთ. როდრის სეზონი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოხდება მისი ეტაპობრივი მართვა. ეს ნორმალურია, მასაჟის მაგიდაზე ერთი წლის შემდეგ, სხეული იცვლება, რიტმი იცვლება“, - აღნიშნა გვარდიოლამ.





