ფეხბურთი

21:23 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ამორიმი: "კრიტიკა ნორმალურია, შედეგებს ვერ გავექცევით"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ფიქრობს, რომ კრიტიკა მისაღებია, რადგან მის გუნდს სეზონის ცუდი სტარტი აქვს. მან ამის შესახებ „სანდერლენდთან“ შეხვედრის წინ ისაუბრა.

„ეს ნამდვილად რთული მატჩი იქნება, რადგან ისინი ძალიან კარგად თამაშობენ. ვფიქრობ, დეტალები ძალიან ცვლის სატურნირო ცხრილს, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ. ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, მკაფიო სისტემით, 4-3-3 სქემით. თავდაჯერებულებიც იქნებიან და იციან, რომ ზეწოლის ქვეშ ვართ. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, ეს რთული მატჩი იქნება.

თუ ამ სეზონის ექვს თამაშს დააკვირდებით, ჩვენ ყოველთვის ერთი და იგივე გუნდი არ ვართ მცირე დეტალებში. ბალანსი უნდა ვიპოვოთ და ჩვენთვის ყველაფერი შეიცვლება.

კრიტიკა ნორმალურია, რადგან შედეგებს ვერ გავექცევით. ასევე არის გასული სეზონის ტვირთი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, ამ სეზონში ექვსი მატჩიდან სამი წავაგეთ“, - აღნიშნა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში 7 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო 4 ოქტომბერს, „სანდერლენდს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092942