ფეხბურთი

22:02 | 3.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „ზირამ“ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა (2:2), ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 28-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში გახსნა. 30 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო დავით ვოლკოვი მოედანზე არ ყოფილა.

„ზირა“ 13 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „საბაჰს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09816