გერმანიის II ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „ნიურნბერგმა“ სტუმრად „ფორტუნა დიუსელდორფი“ დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩი ძალიან დრამატული და დაძაბული გამოდგა. ბავარიელებმა საბოლოოდ, 3:2 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მე-80 წუთიდან 85-ე წუთამდე სამი გოლი გავიდა - ერთი მასპინძლებმა გაიტანეს, ორი - სტუმრებმა. ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ის წინა ტურში ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ სერიოზული არაფერი იყო - დღეს დაცვის ცენტრში დამაჯერებლად ირჯებოდა და ახლა საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. ამ გამარჯვებით მიროსლავ კლოზემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეიძლება ითქვას, რომ ადგილი შეინარჩუნა.
„ნიურნბერგი“ II ბუნდესლიგაში 7 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებს.









