საქართველოს ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზის წინ 27-ე ტურის ხუთივე მატჩი გაიმართა და ჩემპიონობისთვის მებრძოლებს შორის სხვაობა შემცირდა.
გორის „დილა“ სტუმრად „დინამო თბილისთან“ 0:2 დამარცხდა. 45-ე წუთზე აბდულაი იორომ ბრწყინვალე გოლით გახსნა ანგარიში, ხოლო 90-ე წუთზე სხვაობა მათე ვაწაძემ გააორმაგა. აღსანიშნავია, რომ „დინამო“ მე-10 წუთიდან ბარნს ოსეის გაძევების გამო 10 კაცით თამაშობდა, მაგრამ სამი ქულა მაინც მოიპოვა. „დილა“ 59 ქულით ლიდერია, „დინამო“ 45 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
თბილისის „იბერიამ“ „დილასთან“ ჩამორჩენა 3 ქულით და 3 ქულამდე შეამცირა. მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა სილაგაძის დუბლითა და დერეკ აგიაკვას გოლით გასვლაზე „გაგრას“ 3:1 სძლია. ამრიგად, მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუგა ნერგაძის დებიუტი წარმატებული გამოვიდა. „გაგრა“ 33 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.
ქუთაისის „ტორპედომ“ 3:1 მოუგო გასვლაზე „გარეჯს“. დუბლი შეასრულა პაატა ღუდუშაურმა, ერთიც კომნიენ ანდრიჩმა გაიტანა. „ტორპედო“ 43 ქულით მეოთხეა, ხოლო „გარეჯი“ 24 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს.
ფოთის „კოლხეთმა“ „დინამო ბათუმთან“ ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ქულას დასჯერდა - 2:2. „დინამო ბათუმი“ 36 ქულით მეხუთეა, „კოლხეთი“ 19 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
„სამგურალმა“ 1:0 მოუგო კონკურენტ „თელავს“ და პლეი-აუტის ზონას 4 ქულით დაშორდა.
ეროვნული ლიგის 28-ე ტური. 17-18 ოქტომბერი
თელავი - იბერია
გარეჯი - დილა
გაგრა - ტორპედო
კოლხეთი - სამგურალი
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი
„კოლხეთი“ – „დინამო ბათუმი“ 2:2
გოლები: 1:0 ხარებავა (45), 2:0 პლიუშჩი (48), 2:1 ჯაფარიძე (60), 2:2 წულუკიძე (78)
„გარეჯი“ – „ტორპედო“ 1:3 (0:3)
გოლები: 0:1 ანდრიჩი (24), 0:2 ღუდუშაური (34), 0:3 ღუდუშაური (44), 1:3 გოგოლაშვილი (60)
„სამგურალი“ – „თელავი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 რიანი (60)
„გაგრა“ – „იბერია“ (1:2)
გოლები: 0:1 სილაგაძე (26), 1:1 გოცირიძე (30), 1:2 სილაგაძე (38), 1:3 აგიაკვა (59)
„დინამო თბილისი“ – „დილა“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 იორო (45), 2:0 ვაწაძე (90)