ფეხბურთი

0:03 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ლომინაძის მეორე გოლი პორტუგალიის ჩემპიონატში

პორტუგალიის ჩემპიონატის მერვე ტურში ნოდარ ლომინაძის „ეშტორილი“ სტუმრად „კაზა პიას“ დაუზავდა (2:2), ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ლომინაძემ მე-14 წუთზე გახსნა ანგარიში. თუმცა, ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ტაიმის, რომელიც „ეშტორილმა“ წააგო, რადგან ნოდარის გოლის შემდეგ ორი გოლი გაუშვა. თუმცა, მეორე ტაიმში სტუმრებმა გაათანაბრეს და შინ ქულით დაბრუნდნენ. ლომინაძეს მიმიდნარე სეზონში 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ეშტორილი“ 6 ქულით მხოლოდ 15 ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, შინ „ნასიონალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093568