კალათბურთი

0:47 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში და "ბარსელონას" გამარჯვება "პანათინაიკოსთან"

ევროლიგის მეორე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ათენში, „პანათინაიკოსს“ ესტუმრა, რომელიც 103:96 დაამარცხა.

„ბარსამ“ პირველივე პერიოდში მოიპოვა 9 ქულიანი უპირატესობა, რაც შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო.

თორნიკე შენგელიამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა: ქართველმა 25 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. მან 4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

შენგელიას შედეგიანობით ორივე გუნდში მხოლოდ ხუანჩო ერნანგომესმა (27), ვილ კლაიბერნმა (23) და კოსტას სლუკასმა (18) აჯობეს.

„ბარსელონას“ ორ ტურში თითო მოგება-წაგების ბალანსი აქვს, მომდევნო ტურში კი 10 ოქტომბერს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170891