სხვა

10:23 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოდერძი ბერდელიძის მეოთხე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

ნორვეგიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 125 / 128 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ბერდელიძემ აკვრაში დაძლეული 148 / 155 კილოგრამით მე-7 საფეხური დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 283 კილოგრამით კი მე-4 პოზიციაზე ერგო.

აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა საქართველოს რეკორდი ატაცსა და აკვრაში 5-5 კილოგრამით, ხოლო ორჭიდში 13 კილოგრამით გააუმჯობესა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090825