ფეხბურთი

1:26 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბორნმუთი" პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გადავიდა

ინგლისის პრემიერლიგაში „ბორნმუთი“ შესანიშნავად თამაშობს და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ანდონი ირაოლას გუნდმა შინ „ფულჰემი“ 3:1 დაამარცხა.

რაიან სესენიონის გოლით „ფულჰემი“ 70-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ დარჩენილ დროში სამჯერ გაუშვა. ანტუან სემენიომ დუბლი შეასრულა, ერთიც ჯასტინ კლუივერტმა გაიტანა და „ალუბლებმა“ მეორე ადგილზე გადასვლა შეძლეს.

„ბორნმუთს“ 7 მატჩში 14 ქულა აქვს და ამ დროისთვის მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო „ფულჰემი“ 8 ქულით მე-11 პოზიციაზეა და „არსენალს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164084