ალბანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში „ტირანამ“ სტუმრად „პარტიზანი“ 3:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი ცოტნე ფაცაციამ გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 32-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.
„ტირანას“ 5 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, ტეუტას უმასპინძლებს.