სლოვაკეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის მე-11 ტურში „ზლატე მორავცემ“ „ლობოვნა“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, ხოლო ლევან ნონიკაშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 24-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).
ნონიკაშვილს მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი. „ზლატე მორავცე“ 22 ქულით მეორე ადგილზეა.