ფეხბურთი

14:05 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "იუვენტუსის" მადლიერი ვარ, ეს არ არის ჩემი შურისძიების მატჩი"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ის ტურინში რევანშის მიზნით არ ბრუნდება და „იუვენტუსის“ მადლობელია:

„იუვენტუსი“ – „მილანი“ ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პატარა ნაბიჯის წინ გადადგმა ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ოთხეულში მოსახვედრად ბოლომდე იბრძოლებს. კარგი შედეგი მნიშვნელოვანია, რათა სანაკრებო პაუზა მშვიდად გავატაროთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია.

„იუვენტუსის“ სტადიონზე სათადარიგო სკამზე დაჯდომა შემეშლებ? „იუვენტუსმა“ შეცვალა მასპინძელი და სტუმარი გუნდების ადგილები, ამიტომ, ჩემს სკამზე დავჯდები (იცინის - რედ).

ტურინში შურისძიების სურვილი არ ვბრუნდები. როდესაც „იუვენტუსში“ ვიყავი, „მილანს“ მადლობა გადავუხადე იქ გატარებული 4 წლისთვის, ახლა მადლობა უნდა გადავუხადო „იუვენტუსს“. გამიმართლა, რომ 4 წელი „მილანში“ გავატარე და 8 წელი „იუვენტუსში“, ორ დიდებულ კლუბთან მომიწია ურთიერთობა, უამრავი ადამიანი გავიცანი და ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. შესანიშნავი მატჩი იქნება, მაგრამ არა ჩემი რევანშიც. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ მატჩი 5 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090757