სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:29 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "იამალის ტრავმა მარტივი არაა, არ ვიცი როდის დაბრუნდება"

„ბარსელონას“ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლამინ იამალის ტრავმაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არ იცის, როდის დაბრუნება ესპანელი ვარსკვლავი.

„იამალი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კარგად იყო, თორემ პსჟ-ს წინააღმდეგ არ ითამაშებდა. ვესაუბრე მას და დღეს უკეთ არის, მაგრამ მაინც არ არის კარგად.

ბოლო სანაკრებო შესვენების დროს დე ლა ფუენტესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუცია გამომდინარეობდა იმ ფაქტიდან, რომ მსურს ჩემი ფეხბურთელების დაცვა და მხარდაჭერა. მეც ნაკრების მწვრთნელი ვიყავი და მეორე მხარესაც ვიყავი. ჩემი ფეხბურთელი უნდა დავიცვა და სწორედ ამიტომ გავაკეთე გარკვეული კომენტარები. შესაძლოა, უბრალოდ, ისინი ჩვეულებრივზე უფრო ძლიერად გავაკეთე.

დღეს დილით იამალს ვესაუბრე და ვუთხარით, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ. ყველამ ვიცით მისი თვისებები და ჩემი პასუხისმგებლობაა, მას სრული სათამაშო დრო მივცე, როდესაც ისევ ხელმისაწვდომი იქნება. ის წარმოუდგენელია ბურთით, მაგრამ მის გარეშეც წარმოუდგენელი უნდა იყოს. სათამაშო დრო კარგად უნდა ვმართოთ.

არ ვიცით, როდის დაბრუნდება იამალი მოედანზე. მისი ტრავმა ადვილი არ არის და არც კუნთოვანი. არ ვიცით, ორ, სამ თუ ოთხ კვირაში დაგვიბრუნდება, არ ვიცით, ელ კლასიკოსთვის მზად იქნება თუ არა. მისი სათამაშო დროის მართვა გვჭირდება. ის გამოჯანმრთელებაზე იმუშავებს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივუდგებით საქმეს და ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალს სანაკრებო მატჩები გაუცდება, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092227