სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:04 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე ნაკრებში კვარაცხელიას გამოძახებაზე: "არ ვიცი, ამაზე დეტალურად უნდა ვისაუბრო თუ არა"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლილთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოაო ნევეშზე ჰკითხეს.

ორივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, მაგრამ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებში გამოძახებული არიან. მედია იმასაც წერდა, რომ პსჟ-ს არ სურს ამ ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვება, ხოლო ესპანელი სპეციალისტის კომენტარი ასეთია:

„არ ვიცი ამ საკითხზე დეტალურად უნდა ვისაუბრო თუ არა. ფრანგულ ენაზე ამაზე საუბარი რთულია. ყოველთვის ვფიქრობ ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი მათგანი რისკის ქვეშ არ დავაყენო. შეხედეთ ბოლო მატჩს: ნევეში გახურდა, მაგრამ საბოლოოდ ტრავმა მიიღო. არ მიყვარს რისკზე წასვლა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამის მიუხედავად, მესმის მწვრთნელების, მეც ვიყავი ნაკრების მწვრთნელი და ვფიქრობ, ყველა მწვრთნელს ერთი და იგივე სურს, სულ ესაა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც და ჟოაო ნევეშის ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული არიან, მაგრამ პსჟ-ში ჯერჯერობით ვერ თამაშობენ. ქართველი ფეხბურთელი 5 ოქტომბერს, "ლილის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097951