„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ლიგა 1-ის უახლოეს ტურში „ლილის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
პსჟ-ს ვებგვერდი წერს, რომ ქართველი ბარძაყის კუნთში ტკივილის გამო აღდგენით პროცესს გადის.
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში გამოძახებულია და სავარაუდოდ, გუნდ შეკრებაზე შეუერთდება. ესპანეთთან პირველ მატჩამდე ერთი კვირაა დარჩენილი, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ იქამდე სრულად გამოჯანმრთელება მოასწროს.
მიმდინარე სეზონში კვარამ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.









