ფეხბურთი

17:25 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

AS: ფორლანისა და როსის მემკვიდრე მიქაუტაძე

ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ სტატიას წერს, რომელსაც საინტერესო სათაური აქვს - ფორლანის და როსის მემკვიდრე მიქაუტაძე.

ქართველმა ფეხბურთელმა „ვილიარეალში“ თამაში ძალიან კარგად დაიწყო და ნელ-ნელა გუნდის ლიდერად ყალიბდებდა.

„რამდენიმე დღის წინ გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალის (მოსახლეობა 50 000) ქუჩებში მშვიდად სეირნობისას შენიშნეს. ქართველ ფეხბურთელს ქალაქის უკეთ გაცნობა და მის მოსახლეობასთან დაახლოება სურს. მიქაუტაძე „ვილარეალის“ ისტორიაში ფეხბურთელში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა. კლუბმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაიხადა. „ყვითლებს“ იმედი აქვთ, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში შემდეგი დიეგო ფორლანი, ჟერარ მორენო ან ჯუზეპე როსი გახდება.

მიქაუტაძეს სამივე ხსენებული ფეხბურთელის თვისებები აქვს. „ყვითელებში“ პირველ თამაშში ქართველმა თავდამსხმელმა ექვს მატჩში უკვე ორი გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე გადაცემა გააკეთა.

24 წლის წინ, საფრანგეთის ქალაქ ლიონში დაიბადა. მისი პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ ფეხბურთში „მეცში“ დაიწყო. შემდეგ მის კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ბელგიურ „სერანში“ იჯარით გადასვლამ. იქ ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ( 57 მატჩში 36 გოლი ), რაც მას „მეცის“ პირველ გუნდში მოხვედრაში დაეხმარა. საფრანგეთის მეორე ლიგაში თავდამსხმელი საბოლოოდ საუკეთესო ბომბარდირი (40 მატჩში 24 გოლი) და სეზონის საუკეთესო მოთამაშე (2022-2023) გახდა. ლიგა 1-ში „მეცის“ დაბრუნების შემდეგ „აიაქსში“ გადავიდა.

უნდა ითქვას, რომ ამსტერდამში გატარებული დრო მის მოლოდინებს არ შეესაბამებოდა, მხოლოდ ცხრა მატჩი ჩაატარა და გოლი ვერ გაიტანა. შემდეგ ის საფრანგეთში დაბრუნდა, ისევ „მეცში“ (22 მატჩში 14 გოლი). ამის შემდეგ „ლიონში“ გადავიდა (49 მატჩში 18 გოლი და 11 საგოლე გადაცემა). ამის გარდა ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავმა თამაშმა (39 მატჩში 21 გოლი) მისი ზრდა დაადასტურა.

მიქაუტაძე მრავალმხრივი თავდამსხმელია, რომელსაც შეუძლია როგორც საჯარიმოში, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში. ის არ არის ფიზიკურად დიდი თავდამსხმელი (1.76 მ) და არც ძლიერი. თუმცა, მისი მობილურობა, სისწრაფე და ტექნიკური ოსტატობა მას განსაკუთრებულს ხდის“, - წერს As-ის ჟურნალისტი ხავიერ მატა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 6 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. დღეს ის კარიერაში პირველად მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094932