გერმანულ ბუნდესლიგაში დღეს, 4 ოქტომბერს, ხუთო მატჩი იმართება. 4 უკვე დასრულდა. მეტ ინტერესს, ცხადია, სატურნირი ცხრილში გვერდიგვერდ მყოფი გუნდების შეხვედრა იწვევდა. მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის „ბორუსია“ მესამეზე მყოფ „ლაიფციგს“ მასპინძლობდა. მე-7 წუთზე ანგარიში სტუმარმა კრისტოფ ბაუმგარტნერმა გახსნა. 23-ზე კი იან კოუტომ გაათანაბრა. საბოლოოდ - 1:1.
ამისდაკვალად, სიტუაცია არ შეცვლილა. 14-ქულიანი „დორტმუნდი“ კვლავ მეორე ადგილზეა, 13-ქულიანი „ლაიფციგი“ კი - მესამეზე.
დღესვე მოგვიანებით ლიდერი „ბაიერნი“ „აინტრახტს“ ესტუმრება.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-6 ტური. 4 ოქტომბერი: ვერდერი - ზანქტ პაული 1:0, დორტმუნდი - ლაიფციგი 1:1, ბაიერი - უნიონ ბერლინი 2:0, აუგსბურგი - ვოლფსბურგი 3:1, აინტრახტი - ბაიერნი მოგვიანებით გაიმართება
