დღეს, 4 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩი გაიმართება „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ შორის. თამაში ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდება. მსაჯი ენტონი ტეილორი გახლავთ. შეხვედრა თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
სასტარტო შემადგენლობები ასეთია:
ჩელსი: სანჩესი, გიუსტო, აჩიმპონგი, ბადიაშილი, კუკურელია, ჯეიმსი, კაისედო, ნეტუ, ფერნანდეასი, გარნაჩო, პედრო.
ლივერპული: მამარდაშვილი, ვან დეიკი, კონატე, კერკეზი, სობოსლაი, ისაკი, მაკ ალისტერი, სალაჰი, ბრედლი, გაკპო, გრავენბერხი.
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაშია. დღეს გიორგის ოფიციალური დებიუტი შედგება პრემიერლიგაში „ლივერპულის“ მაისურით.