დღეს, 4 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ოთხი მატჩი იმართება. სამი უკვე დასრულდა.
„არსენალმა“ „ვესტ ჰემი“ რაისისა და საკას (პენალტით) გოლებით 2:0 დაამარცხა და 16 ქულით სატურნირო ცხილს სათავეში ჩაუდგა. 4-ქულიანი „ვესტ ჰემი“ კი ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „სანდერლენდს“ „ოლდ ტრაფორდზე“ უმასპინძლა და ასევე 2:0 დაამარცხა. გოლები მაუნტმა და შეშკომ გაიტანეს.
ახლა „მანჩესტერს“ 10 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მერვე ადგილზეა, 11-ქულიანი „სანდერლენდი“ კი - მეექვსეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-7 ტური. 4 ოქტომბერი: ლიდსი - ტოტენჰემი 1:2, არსენალი - ვესტ ჰემი 2:0, მანჩესტერ იუნაიტედი - სანდერლენდი2:0 , ჩელსი - ლივერპული მოგვიანებით გაიმართება