სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:42 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელმა“ სტუმრად ქართველების „მეცი“ გაანადგურა

„მარსელმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის გასვლით მატჩში „მეცთან“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 3:0.

იგორ პაიშაომ „ლურჯ-თეთრები“ 51-ე წუთზე დააწინაურა. 69-ე წუთზე მეტ ო’რაილიმ სტუმართა მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 76-ე წუთზე ამინ გუირიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მარსელმა“ 15 ქულა დააგროვა და ლიგა 1-ში ლიდერობა განიმტკიცა. ორი ქულით „მეცი“ სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.

ქართველთაგან მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა „მეცის“ შემადგენლობაში . ის შცვლაზე, 79-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095918