ფეხბურთი

22:49 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიასის დუბლით „ბაიერნმა“ „აინტრახტი“ სტუმრად დაამარცხა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „აინტრახტმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ლუის დიასმა სტუმრები პირველივე წუთზე დააწინაურა, ხოლო ჰარი კეინმა გუნდის უპირატესობა 27-ე წუთზე გააორმაგა. დიასმა 84-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

ამ თამაშის შემდეგ, „აინტრახტი“ ცხრა ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „ბაიერნი“ 18 ქულით ლიდერობს.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-6 ტური. 4 ოქტომბერი: ვერდერი - ზანქტ პაული 1:0, დორტმუნდი - ლაიფციგი 1:1, ბაიერი - უნიონ ბერლინი 2:0, აუგსბურგი - ვოლფსბურგი 3:1, აინტრახტი - ბაიერნი 0:3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093267