ფეხბურთი

22:51 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის დუბლი "მონპელიესთან"

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეცხრე ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „მონპელიე“ ზურიკო დავითაშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა: მან ანგარიში მეორე წუთზე გახსნა, ხოლო 20 წუთში მეორედ გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ის 87-ე წუთზე შეცვალეს.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

„სენტ ეტიენი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა (ასევე 20-20 ქულა აქვთ „ტრუას“ და „პოს“), ხოლო მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს, „ლე მანს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089511