ფეხბურთი

23:52 | 4.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: „სანაკრებო შესვენებაზე კარგი განწყობით გავდივართ“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ 2:0 გამარჯვების შთაბეჭდილებები გააზიარა.

„წინა ორი მატჩი მართლაც განსაკუთრებული იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ „ნიუკასლის“ წინააღმდეგ: ამ მატჩთან ბევრი რამ არის დაკავშირებული, კარგი გაკვეთილი ვისწავლეთ. შემდეგ იყო „ვესტ ჰემი“, რომელთანაც წინა სეზონებში ორჯერ წავაგეთ საკუთარ მოედანზე.

ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს თამაში გასამარჯვებლად კარგი შესაძლებლობა იყო . სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული არაერთი რთული მატჩი გავიარეთ და ტრავმებმაც ითამაშა როლი. ამის მიუხედავად, გუნდი კარგად თამაშს აგრძელებს და დღეს გავიმარჯვეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და ერთი გოლიც არ გავუშვით. შესანიშნავია, რომ სანაკრებო შესვენებას კარგგანწყობაზე ვხვდებით“, - ციტირებს არტეტას სიტყვებს „არსენალის“ ოფიციალური ვებგვერდი.

„არსენალმა“ 7 მატჩის შემდეგ 16 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგაში გალიდერდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10408