ფეხბურთი

0:19 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძის გოლი პოლონეთის ჩემპიონატში

პოლონეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ „არკასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა მცველმა გოლი გაიტანა.

ოთარმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 78-ე წუთზე დალაშქრა, როცა იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, მისმა გუნდმა შემდეგ მეორეც გაუშვა და უქულოდ დარჩა.

კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„კრაკოვია“ 18 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 ოქტომბერს, „რაკუვს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09821