ფეხბურთი

0:54 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ატალანტამ“ „კომოს“ ვერ აჯობა

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ატალანტამ“ „კომოს“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგის დამარცხება ვერ შეძლო - 1:1.

ანგარიში მე-6 წუთზე ბერგამოელთა სერბმა ნახევარმცველმა, ლაზარ სამარჯიჩმა გახსნა. მე-19 წუთზე კი სტუმართა არგენტინელმა შუახაზელმა მაქსიმო პერონემ გაათანაბრა.

ახლა „ატალანტამ“ 10 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. 9-ქულიანი „კომო“ კი მეშვიდეზე.

იტალია. სერია A. მე-6 ტური. 4 ოქტომბერი: ლაციო - ტორინო 3:3, პარმა - ლეჩე 0:1, ინტერი - კრემონეზე 4:1, ატალანტა - კომო 1:1

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162227