„სენტ ეტიენის“ მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „მონპელიესთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა.
ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და თავის გუნდს დუბლით სამი ქულა მოაპოვებინა, ხოლო ნორვეგიელმა მის შესახებ თქვა:
„ზურიკო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, ტრავმებითა და პრესეზონის ჩავარდნის შემდეგ, დიდი მონდომებით ცდილობს რიტმის პოვნას. დღეს მან სტატისტიკურად აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. ცხადია, მიხარია, რომ ის გვყავს. დიდი მონდომებით ვიბრძოლეთ, რომ ამ სეზონში ჩვენთან ერთად ყოფილიყო“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. „სენტ ეტიენი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა (ასევე 20-20 ქულა აქვთ „ტრუას“ და „პოს“), ხოლო მომდევნო ტურში 18 ოქტომბერს, „ლე მანს“ უმასპინძლებს.