ნიდერლანდების ჩემპიონატის მერვე ტურში „ექსელსიორი“ „ჰერენვეენთან“ სტუმრად 1:2 დამარცხდა, ხოლო ირაკლი იეგოიანმა სადებიუტო გოლი გაიტანა.
იეგოიანმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა და ეს მისი პირველი გოლია ერედივიზიონში. „ექსელსიორი“ 89-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა.
„ექსელსიორი“ 8 ტურის შემდეგ 6 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 19 ოქტომბერს, „სიტარდს“ უმასპინძლებს.