ფეხბურთი

2:00 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

AS: "მიქაუტაძე პატარა ეშმაკია"

ესპანური გამოცემა AS-ი მადრიდის „რეალთან“ „ვილიარეალის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გოლს გამოეხმაურა.

როგორც ცნობილი საიტი წერს, მიქაუტაძემ „რეალის“ მცველებს მოედანზე წონასწორობა დააკარგვინა:

„ის პატარა ეშმაკია. მოედანზე მისი ყოფნისას „რეალის“ ცენტრალურმა მცველებმა ორიენტაცია დაკარგეს. შესანიშნავი გოლი სხვაობის შესამცირებლად, მაგრამ უსარგებლო“, - წერს AS-ი.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე შვიდ შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მისი მონაგარი 5 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

„ვილიარეალი“ 8 ტურის შემდეგ 16 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს. „რეალს“ 21 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, „ხეტაფესთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09466