სხვა

9:47 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: “ მე მანქანა ვარ, მაგრამ არაფრით განსაკუთრებული“

მერაბ დვალიშვილმა UFC 320-ზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა და სუპერმსუბუქი წონის (135 ფუნტი) ჩემპიონობის ქამარი მესამედ დაიცვა. თუმცა, გამარჯვების შემდეგ ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ მისი რეკორდული მაჩვენებლები, არამედ ბრძოლის შემდგომი კომენტარიც მოექცა, სადაც ქართველმა მებრძოლმა საკუთარი წარმატების მიღმა არსებული დამოკიდებულება გულწრფელად აჩვენა.

„მე მანქანა ვარ. თავადაც მიკვირს, რამდენად ვუმჯობესდები. მძიმედ ვვარჯიშობ".

მიუხედავად შთამბეჭდავი ფორმისა და დომინაციისა, მერაბმა კიდევ ერთხელ შეახსენა გულშემატკივრებს, რომ შერეული ორთაბრძოლები წარმოუდგენელი სიურპრიზებით არის სავსე.

„ეს MMA-ა და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ძლიერი ვარ, ჩემპიონი ვარ, მაგრამ ყველა დასამარცხებელია. საკმარისია ერთი დარტყმა, ერთი შეცდომა და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს".

დასასრულს კი დვალიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი თავმდაბლობა - თვისება, რომელიც ხშირად ნაკლებად გვხვდება მსოფლიო დონის ჩემპიონებში:

„მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაფრით განსაკუთრებული".

ეს კომენტარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღირებულებებს, რომლებიც დვალიშვილს ასხვავებს სხვა მებრძოლებისგან. ამრიგად, ქართველმა მებრძოლმა ქამარი მესამედ შეინარჩუნა და ისტორიის წერას აგრძელებს. იქნება თუ არა პეტრ იანი შემდეგი, ამას მალე გავიგებთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098392