სხვა

12:47 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანა უაითი: „დვალიშვილს დეკემბერში ბრძოლა სურს? აუცილებლად ვილაპარაკებთ"

UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა მერაბ დვალიშვილზე ღიად და პოზიტიურად ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ქართველი მებრძოლის გამორჩეულობას და განვითარებას. რაც შეეხება მერაბის უკანასკნელ ბრძოლას, უაითმა თქვა, რომ კორი ძლიერი და გამძლე მოწინააღმდეგეა, და მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა შეიძლება ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა არ ყოფილიყო, მერაბმა აშკარა უპირატესობით იმარჯვა.

მერაბი პირველად „Looking for a Fight“-ზე შევნიშნე. მაშინ მეტ სერამ მითხრა, რომ ერთ დღეს მერაბი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩემპიონი იქნებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამის დანახვას დრო და დაკვირვება დასჭირდა - როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვისაც. მერაბის მიმართ მუდმივად ეჭვები ტრიალებს, მაგრამ დღევანდელმა ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რა დონის მებრძოლია.

კორი ძალიან გამძლეა, ასე რომ შეიძლება ეს ბრძოლა განსაკუთრებული სანახაობით არ გამორჩეულიყო, მაგრამ მერაბმა აშკარად აჩვენა დომინაცია და დამაჯერებლად მოიგო.

დეკემბერში ბრძოლა? აუცილებლად ვილაპარაკებთ. მიყვარს მებრძოლები, რომელთაც ხშირად სურთ ბრძოლა - მით უმეტეს, თუ ისინი ჩემპიონები არიან. ეს იდეა მართლა ძალიან მომწონს", - თქვა დანამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095501