„ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისის პრემიერლიგაში თავის დებიუტს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს მრავალი მატჩიდან პირველი იყო:
„შედეგი ისეთი არ იყო, როგორსაც ვიმსახურებდით, მაგრამ ყველა გამოცდილება გვაძლიერებს. დღეს პრემიერ ლიგაში დებიუტი მქონდა და ბავშვობის ოცნება ავისრულე. მრავალთაგან პირველი. უბრალოდ ენდე პროცესს“, - წერს მამარდაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ სამი მატჩი აქვს ჩატარებული - მან ერთხელ პრემიერლიგაში ითამაშა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელაც ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპული“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით - მესამედ) და ლიდერი აღარაა: 15 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „არსენალს“. სანაკრებო პაუზის შემდეგ არნე სლოტის გუნდი 19 ოქტომბერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.