ფეხბურთი

14:50 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა:

"კარში ალისონი იქნება თუ გიორგი, არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსხვავებული უნდა გავაკეთოთ. ზოგადად, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს მეკარეს ბევრი საქმე არ ჰქონდეს. ბოლო ორ შეხვედრაში ალისონს იმაზე მეტად უწევდა თამაშში ჩართვა, ვიდრე მინდიდა, თუმცა, ორივეში ძალიან კარგად ითამაშა. გიორგის „საუთჰემპტონთან“ კარგი მატჩი ჰქონდა. ის ძირითადში იყო „საუთჰემპტონთან“, ხოლო დღეს პრემიერლიგაში. გამოცდილი მეკარეა, ვალენსიაში თამაშობდა და ახლა ჩვენთან თამაშობს, კარგ ადგილასაა", - აღნიშნა სლოტმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ სამი მატჩი აქვს ჩატარებული - მან ერთხელ პრემიერლიგაში ითამაშა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელაც ინგლისის ლიგის თასზე.

„ლივერპული“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით - მესამედ) და ლიდერი აღარაა: 15 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „არსენალს“. სანაკრებო პაუზის შემდეგ არნე სლოტის გუნდი 19 ოქტომბერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092184