სხვა

13:26 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი შედეგი დააფიქსირეს

4 მონაწილე და 4 ოქროს მედალი - ქართველმა კუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი შედეგი დააფიქსირეს. ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს პირველი მედალი მარიამ ნანავამ მოუტანა (-220). მარიამმა ფინალში იტალიელი ილარია აგრესტა დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. მარიამი საქართველოდან პირველი ევროპის ჩემპიონია ქალთა შორის.

ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი ლევან დარასელია (-230), რაც ქართული კუდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. 18 წლის გიორგი ჟვანიამ კი(–240) ფინალში ბულგარელი რუსი ჰაძიევი დაამარცხა და უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონობა პირველად იზეიმა.

გიორგი ლომსაძემ (+270) სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ფინალში ბულგარელი ატანას ატანასოვს აჯობა და საქართველოს დელეგაციას ევროპირველობაზე მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.12