„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი ამხნააგური მატჩი გამართა, რომელშიც „მაიამი ჰიტი“ 126:118 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ 16 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მოხსნებით ბითაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო.
„ორლანდო“ პრესეზონის მომდევნო მატჩს 11 ოქტომბერს, „ფილადელფიასთან“ გამართავს.









