სერია A-ს მე-6 ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ „კალიარის“ დაუზავდა (1:1), ხოლო ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
„კალიარი“ 25-ე წუთზე ჯენარო ბორელიმ დააწინაურა, ხოლო 58-ე წუთზე კრისტიან კაბასელემ გაათანაბრა. „უდინეზეს“ ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გამარჯვების გოლი ვერ გაიტანა.
სამჯერ შეცვლაზე თამაშის შემდეგ, გოგლიჩიძე პირველად მოხვდა უდინელთა ძირითადში და კარგადაც ითამაშა. საბა დამაჯერებელი იყო და შესაძლოა, ამიერიდან სასტარტოში ადგილი დაიმკვიდროს.
გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „უდინეზე“ 8 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „კრემონეზეს“ სტუმრად შეხვდება.