ფეხბურთი

17:38 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" მწვრთნელი: "ცვლილებების მიუხედავად გუნდმა კარგად ითამაშა, მათ შორის გოგლიჩიძემ"

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „კალიარისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების მიუხედავად, გუნდმა კარგად ითამაშა, მათ შორის, საბა გოგლიჩიძემ, რომელიც პირველად იყო უდინელთა მაისურით 90 წუთის განმავლობაში მოედანზე:

„ბოლო წუთს ტრავმის გამო კრისტენსენის შეცვლა მოგვიწია, რომელიც ალბათ 2 კვირა არ იქნება. კაბასელემ კარგად ითამაშა, როგორც გოგლიჩიძემ და ბერტოლამ. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, შეიძლებოდა შედეგი განსხვავებული ყოფილიყო“, - აღნიშნა რუნიაიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში სამი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „უდინეზე“ 8 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 20 ოქტომბერს, „კრემონეზეს“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089387