ფეხბურთი

18:06 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუას საგოლე პასი ბერნის "იანგ ბოიზთან"

შვეიცარიის სუპერლიგის მე-8 ტურში გაბრიელ სიგუა საგოლე პასით გამოირჩა. ქართველი ფეხბურთელის „ლოზანამ“ კი „იანგ ბოიზი“ 5:0 გაანადგურა.

სიგუამ პირველი ტაიმი ითამაშა და მეექვსე წუთზე მისი პასით ტეო ბაირმა ანგარიში გახსნა. გაბრიელმა მეორე საგოლე პასი მიითვალა „ლოზანაში“ (9 მატჩში), მან სამი დღის წინ კონფერენს ლიგაზეც ჩაიწერა ასისტი აქტივში.

„ლოზანას“ 8 ტურის შემდეგ 8 ქულით მეცხრე ადგილი უკავია, ხოლო მომდევნო ტურში 19 ოქტომბერს, „ლუცერნს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100562