გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის მეცხრე ტურში სტუმრად „ალტახს“ 2:0 აჯობა, ერთი გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა 85-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ოთარმა მეშვიდე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში: მან 5-ჯერ თავი ავსტრიის ჩემპიონატში გამოიჩინა, თითოჯერ ავსტრიის თასზე და ევროპა ლიგაზე. სულ კი, 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
გრაცის „შტურმს“ 8 შეხვედრაში 18 ქულა აქვს, რითაც პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 ოქტომბერს, „ლინცს“ სტუმრად შეხვდება.









