ყაზახეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში „კაირატმა“ „ჟეტისუ“ 5:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი ზარია საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, მან ბოლო წუთზე კუთხური ჩააწოდა და აზამატ ტუიაკბაევს გაატანინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ზარიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო სამჯერ საგოლე პასი მიითვალა. „კაირატი“ ყაზახეთის ჩემპიონატს 55 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურის მატჩს კი 17 ოქტომბერს, „კიზილჟართან“ ჩაატარებს.