ფეხბურთი

20:33 | 5.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" "სევილიასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის მერვე ტურში „ბარსელონა“ „სევილიას“ ესტუმრა და 1:4 განადგურდა.

ჰანსი ფლიკის გუნდისთვის ლამინ იამალი და რაფინია დიდი ძალაა, რაც გამოჩნდა. ანდალუსიელებმა მეტოქეს დამსახურებულად აჯობეს. ალექსის სანჩესის პენალტით „სევილია“ სწრაფად დაწინაურდა. პირველი ტაიმის მიწურულს გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ ისააკ რომერომ გაზარდა უპირატესობა, ხოლო შემდეგ მარკუს რაშფორდმა შეამცირა ჩამორჩენა.

„ბარსას“ 76-ე წუთზე გათანაბრების იდეალური შანსი ჰქონდა, თუმცა რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტი ვერ გამოიყენა და ანგარიში უცვლელი დარჩა. სამაგიეროდ, მატჩის მიწურულს მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს. ჯერ ხოსე ანხელ კარმონამ და შემდეგ აკორ ადამსმა გაიტანა.

„ბარსელონასთვის“ ეს ზედიზედ მეორე მარცხი ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ხოლო ლა ლიგაში 19 ქულით მეორე ადგილზეა, პირველი პოზიცია დაკარგა, რადგან „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ 18 ოქტომბერს, „ჟირონას“ შინ დაუპირისპირდება.

„სევილია“ – „ბარსელონა“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 სანჩესი (13, პენ), 2:0 რომერო (36), 2:1 რაშფორდი (45), 3:1 კარმონა (90), 4:1 ადამსი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.0903