ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ბრენტფორდი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
მატჩის ბედი ერლინგ ჰოლანდმა გადაწყვიტა, რომელმაც მეცხრე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და შემდეგ ანგარიში უცვლელი დარჩა.
პეპ გვარდიოლასთვის ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა: 22-ე წუთზე ტრავმის გამო როდრი შეცვალეს. ჯერ უცნობია, მისი დაზიანების სიმძიმე. აღსანიშნავია, რომ ის ესპანეთის ნაკრებშია გამოძახებული, მაგრამ დიდი ალბათობით, ნაკრებს ვერ დაეხმარება, შესაბამისად, საქართველოსთანაც ვერ ითამაშებს.
მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში 7 ტურის შემდეგ 13 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ევერტონს“ უმასპინძლებს, ხოლო „ბრენტფორდი“ 7 ქულით მე-16 საფეხურზეა, მომდევნო მატჩს კი სტუმრად „ვესტ ჰემთან“ ჩაატარებს.