იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ „ჯენოას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
ანტონიო კონტეს გუნდი მიმდინარე სეზონში უმეტესად გაჭირვებით იგებს, ყოველთვის დიდი ძალისხმევის დახარჯვა უწევს და გასავარდნ ზონაში მყოფ გენუურ კლუბთანაც მაგრად გაუჭირდა.
პირველი ტაიმი პატრიკ ვიეირას გუნდმა მოიგო 19 წლის ჯეფ ეხატორის გოლით. თუმცა, „ნაპოლიმ“ მეორე ნახევარში დააქამბექა. ანგარიში ფრანკ-ანდრე ზამბო ანგისამ გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე რასმუს ჰოილუნის გოლი გადამწყვეტი გამოდგა.
„ნაპოლის“ 15 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება.
„ნაპოლი“ – „ჯენოა“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ეხატორი (34), 1:1 ანგისა (57), 2:1 ჰოილუნი (75)