ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ვალენსიასთან“ 81:93 დამარცხდა.
პირველივე პერიოდი „ბარსამ“ 9 ქულით დათმო და მთელი შეხვედრა მდევრის როლში გაატარა, მარცხიც ლოგიკური იყო.
თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონა“ ლიგა ენდესას მეორე ტურში 12 ოქტომბერს, სტუმრად „ფორსა ლეიდას“ დაუპირისპირდება.









